მეცნიერება ქილების თერაპიაზე

ქილების თერაპია გამოიკვლია არაერთმა თანამედროვე მეცნიერმა, უფრო და უფრო მეტი ახალი კვლევა ტარდება ყოველ წელს. წარმოგიდგენთ ამ კვლევების ნაწილს.

 

ტკივილის შემსუბუქება:

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/21078197/

სისტემურმა განხილვამ ჩინეთში, რომელმაც მოიცვა 550 კვლევა 1959 წლიდან 2008 წლამდე, დაასკვნა, რომ ქილების თერაპიას შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ტკივილის შემსუბუქებაზე რიგ შემთხვევებში, არა მხოლოდ კუნთებისა და სახსრების, ასევე ისეთ შემთხვევებშიც როგორიცაა ხველება და ასთმა.

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/34847072/

კვლევამ აჩვენა, რომ ერთ სესიაშიც კი, პაციენტებს საგრძნობლად შეუმცირდათ ტკივილი და გაუუმჯობესდათ კუნთის დრეკადობა.

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება:

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2225411018300191#bib57

კვლევის მიხედვით, კანზე შექმნილი ვაკუუმი გამოიწვევს მიკრკო ტრავმებს, ადუნებს კუნთებს და ისე გადააადგილებს ქსოვილებს რომ უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, შედეგად კი ჟანგბადის და საჭირო ნივთიერებების მიწოდება დამუშავების ადგილზე.

ანთებითი პროცესის შემცირება:

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/16126216/

კვლევა შეისწავლის თერაპიის ბიომექანიკურ ეფექტებს და მიგვითითებს რომ მას შეუძლია ანთების ჩახშობა, სხვადასხვა უჯრედულ და ბიოქიმიურ პროცესებზე ზეგავლენის შედეგად.

კუნთების აღდგენა:

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/33211769/

კვლევა ადასტურებს, რომ თერაპიას შეუძლია დაუყოვნებლივ მოახდინოს დადებითი ზეგავლენა რბილ კუნთოვან ქსოვილებზე, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სპორტსმენების მიერ მათი ფუნქციური აღდგენის გასაუმჯობესებლად და რბილი ქსოვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

შედარება მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან:

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/26891653/

კვლევაში შეადარეს ქილების თერაპიის ძვლოვან-კუნთოვანი დაავადებების სამკურნალო თვისებები სხვა მიღებულ მეთოდებს. თერაპიამ აჩვენა პოტენციური სარგებელი მინიმალური გვერდითი ეფექტებით და კვლევის ავტორები მიიჩნევენ ამ თერაპიას სასარგებლო ინსტრუმენტად კუნთების მკურნალობის არსენალში.