მოხმარების ინსტრუქცია
NOVACUP - ქილების თერაპია სახლის კომფორტში
ქილების თერაპიას ათასწლეულების მანძილზე იყენებენ სხვადასხვა კულტურებში და კონტინენტებზე, დროით შემოწმებული სასარგებლო თვისებები ახლა ხელმისაწვდომი გახდა სახლის კომფორტში.
კონტროლირებადი სიმძლავრის დონე, ტემპერატურის მართვა, სწრაფი განთავისუფლება (მოხსნა) და ასევე სამასაჟე რეჟიმი. ეს ის დამატებითი ფუნქციებია რაც შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ქილის გამოყენებით.

01 მომზადება გამოყენებამდე
1. აუცილებლად სრულიად გაეცანით ინსტრუქციას და სიფრთხილის ზომებს, არასწორი მოხმარებით შეიძლება თავს ზიანი მიაყენოთ!
2. ყოველი მოხმარების წინ და შემდგომაც გაწმინდეთ ქილა სველი ხელსახოცით.
3. დარწმუნდით, რომ პლასტმასის ქილა სწორად და მყარად არის დამაგრებული.
02 მოხმარების ინსტრუქცია
ჩართვის ღილაკი/სამასაჟე რეჟიმი
1. ჩასართავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს 1-2 წამით. LCD მონიტორი აინთება და პანელზე დაინახავთ 20 წუთიან წამზომს. ასევე ქვევიდან აინთება ინფრა-წითელი შუქი. თუ ქილა ჩართული დაგრჩებათ, 20 წუთში თავისით გაითიშება.
(შენიშვნა) პირველი გამოყენებისას აუცილებლად აირჩიეთ მინიმალური სიმძლავრე
2. ქილის გამოსართავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს 1-2 წამით.(შენიშვნა) სანამ გათიშავთ ქილას, აუცილებლად დააჭირეთ განთავისუფლების ღილაკს, რათა უმტკივნეულოდ მოიხსნათ კანიდან.
3. NovaCup-ს აქვს ორი რეჟიმი:
1. ტრადიციული ქილების თერაპიის რეჟიმი (შეწოვა არ ჩერდება, რაც ყველაზე სქელ კანზეც კი მარტივად ამაგრებს ქილას).
2. სამასაჟე რეჟიმი - ხდება წნევის დინამიური გაზრდა და შემცირება, რის შედეგადაც ხდება კანის და კუნთების მასირება.
4. NovaCup თავიდან ირთვება სტანდარტულ რეჟიმში. რათა გადართოთ სამასაჟე რეჟიმზე, ერთხელ სწრაფად უნდა დააწკაპუნოთ ჩართვის ღილაკზე. თუ მოგინდებათ წინა რეჟიმზე დაბრუნება, ისევ უნდა დააწკაპუნოთ ღილაკს. დაჭერის შემდეგ, ეკრანზე ინდიკატორი გიჩვენებთ თუ რომელი რეჟიმი ჩაირთო.
5. პირველადი ჩართვისას NovaCup-ის შეწოვის ძალა და ტემპერატურა ყოველთვის არის მესამე დონეზე, მაგრამ მაინც გირჩევთ დაიწყოთ პირველი დონით.

შეწოვის/წნევის სიმძლავრის ღილაკი
1. NovaCup-ის ჩართვისას, სიმძლავრე იქნება მე-3 დონეზე. სულ არის 12 დონე.
2. რათა გაზართოთ სიმძლავრე, დააჭირეთ ღილაკს. ყოველი დაჭერა აწევს ერთი დონით მაღლა.
3. როდესაც მიაღწევთ მე-12 დონემდე, შემდეგი დაჭერა გათიშავს შეწოვას, ხოლო კიდევ ერთი დაჭერა ჩართავს მას პირველ დონეზე.
(შენიშვნა) დამწყებებისთვის მკაცრად რეკომენდებულია სცადონ პირველი დონიდან და არა უმეტეს 1-2 წუთისა. ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური სიმძლავრე და სჯობს ნელ-ნელა შეისწავლოთ თქვენი ოპტიმალური ინტენსივობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სხეულის ზონებზე გაქვთ სხვადასხვა სისქის კანი, შესაბამისად უფრო თხელ კანზე ნაკლები სიმძლავრე არის საჭირო.
ტემპერატურის კონტროლის ღილაკი
1. ჩართვის დროს აქტიურდება ტემპერატურის მე-3 დონე. სულ არის 12 დონე. ყოველი ღილაკის დაჭერაზე აიწევა ერთით ზევით, რასაც იხილავთ ეკრანზე.
2. მე-12 დონის დაჭერის შემდეგ, წითელი შუქი და სითბო გაითიშება და კიდევ ერთხელ დაჭერით ჩაირთვება პირველი დონე.
3. დამწყებებისთვის რეკომენდებულია 3-6 დონის ტემპერატურა.
შეწოვის/წნევის განთავისუფლების ღილაკი
დააჭირეთ რათა ეგრევე მოხსნათ წნევა, ქილა ეგრევე გაანთავისუფლებს შეწოვილ კანს, რის შემდეგაც უმარტივესად მოიხსნით მას. ფრთხილად იყავით, როდესაც აჭერთ ამ ღილაკს, მყარად გეჭიროთ ქილა, რადგან კანიდან შეიძლება ეგრევე ჩამოვარდეს.
ბამბის ფილტრი
NovaCup-ში არის სპეციალური მრგვალი ფილტრი. თუ თქვენ მოიხმართ ლოსიონს ქილის დადებამდე, ფილტრი იცავს ქილას დაბინძურებისგან. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ფილტრის გარეცხვა რამოდენიმე მოხმარების შემდეგ. ასევე კომპლექტში თქვენ გაქვთ ორი დამატებითი ფილტრი.

03 გასუფთავება და მოვლა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული გაწმენდისა და მოვლის რჩევები, NovaCup-ის მომსახურების ვადის გასახანგრძლივებლად:
1. გაწმინდეთ პლასტმასის ქილა სველი ხელსახოცით ყოველი მოხმარების შემდეგ
2. შეინახეთ მოწყობილობა მშრალ ადგილას
3. არ დაასხათ წყალი ან სხვა სახის სითხე მოწყობილობას.
4. არ გამოიყენოთ უხეში მასალა ქილის გასაწმენდად.
5. არ დატოვოთ ქილა ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება მოხვდეს წყლის შხეფები.
6. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ ხმარობთ ქილას, მაინც დატენეთ, რათა გაახანგრძლივოთ ბატარეის სიცოცხლე.
არ შეინახოთ შემდეგ ადგილებში და კონდიციებში:
- ადგილები, სადაც არის ვიბრაცია
- პირდაპირი მზის შუქი
- ცხელი და ტენიანი ადგილები
- წყალთან ახლოს
- ბავშვებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი ადგილები
04 დეფექტების ანალიზი და დიაგნოსტიკა
| დეფექტის სახეობა | შესაძლო გამოსავალი |
|---|---|
| არ ირთვება ქილა | 1. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს არა ნაკლებ 1.5-2 წამისა 2. დატენეთ ქილა რამოდენიმე საათის განმავლობაში და სცადეთ კიდევ ერთხელ |
| არ იტენება | 1. დარწმუნდით, რომ დამტენის თავი სწორად ზის და ბოლომდე შესულია პორტში 2. შეამოწმეთ არის თუ არა მტვერი დამტენის თავში, ან პორტში, გაასუფთავეთ საჭიროების შემთხვევაში 3. შეცვალეთ დამტენის კაბელი, ან მისი ადაფტერი |
| სუსტი შეწოვა | 1. მოაძრეთ და თავიდან დაამაგრეთ გამჭვირვალე ქილა 2. შეამოწმეთ თუ დაბინძურდა ჰაერის შეწოვის ადგილი 3. გამოცვალეთ ბამბის ფილტრი, თუ დაბინძურდა |
| სუსტი ტემპერატურა | 1. შეამოწმეთ, რომ ტემპერატურის ფუნქცია ჩართული იყოს და ასევე ენთოს წუთელი შუქი 2. სცადეთ ტემპერატურის უფრო მაღალი რეჟიმის დაყენება. 3. დატენეთ ქილა, შესაძლოა ბატარეა ჯდება |
თუ ყველაფრის ცდის შემდეგ, აპარატი მაინც გაუმართავად მუშაობს, თქვენით არ დაშალოთ მოწყობილობა, აუცილებლად დაგვიკავშირდით!