დროით შემოწმებული პრაქტიკა
ქილების თერაპია არ არის რაღაც ახალი. ეს არის უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. პირველი ხსენება ამ პრაქტიკის შესახებ არის ძველ ეგვიპტეში, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1550 წელს. ხოლო ჩინურ მედიცინაში კი - 2000 წელიწადზე მეტია მოიხმარება. უფრო ვრცლად ისტორიის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდზე “ქილების თერაპიის ისტორია”
როგორ მუშაობს ქილების თერაპია?
თერაპია მოიცავს სპეციალური ქილების განთავსებას სხეულზე. ამ ქილებში იქმნება ვაკუუმი, რის შედეგადაც ხდება კანის და მის ქვეშ მყოფი ქსოვილების შეწოვა, რაც აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას ამ ზონაში.
რა სარგებელი აქვს ქილების თერაპიას?
ქილების თერაპიას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ჩამოგითვლით იმას, რაც მეცნიერულად არის შესწავლილი:
- ტკივილის შემსუბუქება: ქილების თერაპია ხშირად გამოიყენება კუნთების დაძაბულობისა და ტკივილის შესამსუბუქებლად.
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება: რაც ხელს უწყობს ჟანგბადის და სხვა საჭირო ნივთიერებების მიწოდებას ქსოვილებში.
- კუნთების აღდგენა: აუმჯობესებს კუნთის დრეკადობას და ასწრაფებს აღდგენის პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც არის დაკავებული სპორტით, ან პირიქით, ზედმეტად მჯდომიარე ცხოვრების წესის გამო, კუნთები აქვს სტაგნაციაში.
- ანთების შემცირება: სისხლის მიმოქცევის და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესების შედეგად ხდება ანთების შემცირება. გამოიყენება დამხმარე საშუალებად ართრიტის და ფიბრომიალგიის დროს.
- რელაქსაცია და სტრესის შემცირება: ბევრი ადამიანისთვის თერაპიის პროცედურა არის ასევე რელაქსი, განსაკუთრებით ჩვენი ქილის ვიბრო რეჟიმის მოხმარებისას. წითელი შუქის თერაპია ასევე ათბობს კანს და ვიბრო რეჟიმთან ერთად, ძალიან სასიამოვნოა განტვირთვისთვის.
ქილების თერაპიის ინტერესის აღორძინება თანამედროვე დროში
ქილების თერაპია საგრძნობლად განვითარდა ბოლო წლებში, ნაწილობრივ ცნობილი ადამიანებისა და სპორტსმენების მოწონების გამო. ოლიმპიურმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადის დროს კარგად აჩვენა ქილების კვალი მის სხეულზე, რამაც გამოიწვია ფართო ინტერესი პრაქტიკის მიმართ. ამ განახლებულმა ყურადღებამ განაპირობა კვლევების გაზრდა და თერაპიის უფრო ფართო მიღება მასებში. ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვა “ცნობილი ადამიანები და ქილების თერაპია”
მიუხედავად იმისა, ეძებთ ტკივილის შემსუბუქებას, რელაქსაციას თუ საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ქილების თერაპია გახდება მნიშვნელოვანი დანამატი თქვენთვის.