ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

ქილების თერაპია არის უძველესი სამედიცინო პრაქტიკა, რომელიც მოიცავს ქილის განთავსებას კანზე, რათა მოხდეს მისი შეწოვა, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, კუნთის მოდუნებას და მისი დრეკადობის გაუმჯობესებას.

ქილების თერაპია ეფექტურია ძვლოვან-კუნთოვანი სახის ტკივილების შესამსუბუქებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, კუნთის აღსადგენად და ანთებითი პროცესების შესამცირებლად

ვაკუუმის შედეგად ხდება კანის ღრმა შეწოვა, იქაჩება სისხლი დამუშავების ზონაზე, იქმნება წნევა, რის შედეგადაც ხდება სუსტი კაპილარების მიკრო დაზიანებები, რაც ააქტიურებს ორგანიზმს მეტი სისხლის მიწოდებისთვის ამ ზონისთვის. ასევე ხდება კუნთის ღრმა მასაჟი და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება.

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება შეაწუხოს წელის, სახსრების, ან კუნთების ტკივილმა, ვინც ვარჯიშობს, ან სპორტით არის დაკავებული და კუნთების აღდგენა უნდა რომ დაასწრაფოს, ან მჯდომიარე ცხოვრების სტილი აქვს და კუნთებს ამუშავება სჭირდება. NovaCup არის განუმეორებელი ნივთი ნებისმიერი ოჯახისთვის, როგორც სასარგებლო, ასევე სარელაქსაციო თვისებებით.

თუ თქვენ დაიცავთ ყველა რეკომენდაციას, ქილების თერაპია არის სავსებით უსაფრთხო. მითუმეტეს რომ ჩვენ პროდუქტს აქვს რეგულირებადი სიმძლავრის დონეები, სხვადასხვა მგრძნობიარობის და სისქის კანისთვის. პროდუქტის მოხმარების წინ სავალდებულოა ინსტრუქციის წაკითხვა და ქილის განთავსება მხოლოდ დაშვებულ ზონებზე.

საწყის ეტაპზე არა უმეტეს 5 წუთისა. რეგულარული სესიების შემდეგ შეიძლება 5-10 წუთის ფარგლებში. თუ მოიხმართ მასაჟის რეჟიმს, დროის გაზრდა შეიძლება 20 წუთამდე, მაგრამ რეკომენდებულია ამ შემთხვევაში წითელი შუქის ინტენსივობის შემცირება.

გააჩნია ზონას, კანის სისქეს, და ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის. 3-4 დღიდან 2 კვირამდე.

დიახ, ქილას მოყვება Type-c დამტენი. ერთი დატენვა საკმარისია მრავალი სესიისთვის.

თერაპიას ყველა აღიქვამს ინდივიდუალურად, ხშირ შემთხვევაში ეს არის სასიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნება, რომელიც ბევრისთვის რელაქსაციას უწყობს ხელს. მცირე ტკივილის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ თუ დისკომფორტი საგრძნობელია, ამ შემთხვევაში მოიხსენით ქილა და შეამცირეთ მისი სიმძლავრე. თერაპიის შემდეგ, კანი შეიძლება იყოს ოდნავ გაღიზიანებული და მალევე ჩაცხრება, თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეგიძლიათ წაისვათ შემახორცებელი მაზი, რათა ხელი შეუწყოთ კანის აღდგენას.

დიახ, 30 დღიანი გარანტია. ასევე პროდუქტი აუცილებლად შემოწმებული იქნება სანამ გადაეცემა კურიერს.