სიფრთხილის ზომები

ყურადღება! აუცილებლად გულდასმით წაიკითხეთ ეს განყოფილება, რათა თავიდან აირიდოთ პოტენციური ზიანი, ქილის არასწორად გამოყენების გამო. გაითვალისწინეთ, რომ ქილების მოხმარების შემდეგ დაგრჩებათ კვალი, რომელიც გაგივლით 3-14 დღეში, ის ყოვლად უსაფრთხოა.

ზოგადი სიფრთხილის ზომები

1. პირველ მოხმარებაზე აუცილებლად დააყენეთ შეწოვის მინიმალური ინტენსივობა (პირველი დონე) და დაიდეთ ქილა არა უმეტეს 1 წუთისა რათა გაეცნოთ პროდუქტს.

2. ერთ ზონაზე განთავსების მაქსიმალური დრო არის 10 წუთი. რეკომენდებული დრო კი 3-5 წუთი. 10 წუთზე დიდხანს გაჩერებით შესაძლოა დაგიზიანდეთ კანი.

3. ერთსა და იმავე ადგილზე განმეორებით დასადებად უნდა გავიდეს არა ნაკლებ 48 საათისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი შეიძლება ზედმეტად გაიღიზიანოთ.

4. დაუყოვნებლივ მოიხსენით ქილა, თუ გრძნობთ უბრალოზე ძლიერ დისკომფორტს. მცირე დისკომფორტი მისაღებია.

5. თუ გაქვთ თხელი/მგრძნობიარე კანი, გამოიყენეთ დაბალი სიმძლავრე და შეამცირეთ დადების დრო. 1-3 დონეები სავსებით საკმარისია.

6. ბავშვებისთვის, გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

7. ქილის განთავსება შეიძლება მხოლოდ კუნთოვან ქსოვილზე, არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ პირდაპირ ძვალზე. გაეცანით ჩვენს ილუსტრაციას განთავსების აკრძალული ზონებით.

8. პატარა ქილა რომელიც დევს ყუთში არის ძალიან მძლავრი, მასზე დაშვებულია შეწოვის მხოლოდ 1-2 დონეები, ასევე მაქსიმალური განთავსების დრო არის 2 წუთი. (რეკომენდებული 30-60 წამი)

ქილის დადება აკრძალულია შემდეგ შემთხვევებში

1. გაღიზიანებული კანი (ჭრილობები, გამონაყარი, წყლულები)

2. აკრძალული ზონები სხეულზე (იხილეთ ილუსტრაცია ქვემოთ)

3. ფართო ვენები ან ლიმფური კვანძები

4. დამწვრობა ან სხვა ნაიარევი (სანამ კანი არ მოგირჩებათ)

5. მწერების ან ცხოველების ნაკბენები (სანამ კანი არ მოგირჩებათ)

6. ხალები, მეჭეჭები

7. ორსულობა

გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში

1. კანის ალერგია, ეგზემა ან ფსორიაზი

2. ჰემოფილია ან თრომბოციტოპენია

3. გაუწყლოვება

4. იღებთ სისხლის გამათხელებლებს

5. კიბო ან დიაბეტი

6. კანის ქრონიკული დაავადებები

აკრძალული ზონები

აკრძალული ზონები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კომპანია და ასოცირებული კომპანიები არ არიან პასუხისმგებელნი ამ მოწყობილობის არასწორად გამოყენების შედეგად გამოწვეულ რაიმე დაზიანებაზე. ყოველთვის რეკომენდირებულია თქვენს ექიმთან კონსულტაცია, სანამ გამოიყენებთ ჩვენს ან ნებისმიერი სახის სხვა სამასაჟე მოწყობილობას თქვენს სხეულზე. თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.