სასარგებლო თვისებების განხილვა
მოდით ჩავუღრმავდეთ რა პოტენციური სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ ქილების თერაპიამ. განვიხილავთ მხოლოდ იმ ასპექტებს, რომლებიც შესწავლილი აქვთ თანამედროვე მეცნიერებს. უფრო ვრცლად თანამედროვე კვლევებზე, ორიგინალი წყაროებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს გვერდზე “მეცნიერება ქილების თერაპიაზე”
ტკივილის შემსუბუქება
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ქილების თერაპიას, არის ტკივილის შემსუბუქება. იქნება ეს ზურგის ქრონიკული ტკივილი, კისრის გაშეშება ან ნებისმიერი კუნთის დაჭიმულობა, დაზიანება ან სიმკვრივე, ქილების თერაპიას შეუძლია მნიშვნელოვანად შეამსუბუქოს ტკივილი. ქილების მიერ შექმნილი შეწოვა ზრდის სისხლის მიწოდებას დადების ზონაში, ამცირებს ანთებას და კუნთებს ხდის უფრო დრეკადს.
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
გაუმჯობესებული ცირკულაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ არის ქილების თერაპია ასეთი სასარგებლო. ვაკუუმის შედეგად სისხლის დიდი ნაკადი მოედინება დადების ზონაზე, რაც აუმჯობესებს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის, მძიმე ვარჯიშის შემდეგ, კუნთების მიკრო-ტრავმების მიღების შემთხვევაში აღდგენის პროცეში შეგრძნებით ასწრაფდება. თერაპიის შემდეგ კანზე რჩება კვალი, რაც არის სუსტი კაპილარების მიკრო-დაზიანებების შედეგი, ეს ძალიან კარგია ორგანიზმისთვის იმიტომ რომ აღდგენის შემდეგ, უფრო ძლიერი კაპილარები ჩაანაცვლებენ ძველს და ასევე, სანამ კვალი არის სხეულზე, ორგანიზმი მეტ სისხლს მიაწოდებს ამ ზონას რასაც ხანგრძლივი სარგებელი მოაქვს.
ანთების შემცირება
ანთება ტკივილისა და დისკომფორტის საერთო მიზეზია. ქილების თერაპია ხელს უწყობს ანთების შემცირებას სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებით. ეს პროცესი ხელს უწყობს ტოქსინებისგან გასუფთავებას და ისეთი ქრონიკული ანთებითი მდგომარეობის სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა ართრიტი. ბევრი ადამიანი განიცდის შეშუპების შემცირებას და მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებას, ქილების თერაპიის რეგულარული სესიების შემდეგ.
მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა
დაჭიმულმა კუნთებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს თქვენი მოძრაობის დიაპაზონი. ქილების თერაპიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ დაჭიმული კუნთებს და ფასციას (შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც აკრავს კუნთებსა და ორგანოებს) მოდუნებას. ამან შეიძლება გააუმჯობესოს მოქნილობა და მოძრაობის დიაპაზონი, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფლად იმოძრაოთ.
რელაქსაცია და სტრესის შემსუბუქება
ფიზიკური სარგებელს გარდა, ქილების თერაპია გთავაზობთ ღრმა რელაქსაციას და სტრესისგან განმუხტვას. თერაპიის პროცესი ასტიმულირებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს ღრმა რელაქსაციის მდგომარეობას. ეს ხელს შეუწყობს სტრესის დონის შემცირებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და კეთილდღეობის ზოგად გრძნობას. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სესიის შემდეგ თავს უფრო მშვიდად და მოდუნებულად გრძნობს. NovaCup-ის ქილას კი დამატებით სამასაჟე რეჟიმი აქვს, რომელიც რბილად დაამუშავებს თქვენს კუნთებს, წნევის რითმული ცვალებადობით. ამ რეჟიმს დამატებითი განზომილება შემოაქვს თქვენი რელაქსისთვის, რაც შეუძლებელი არის ტრადიციული ქილების თერაპიაში.
აქ ჩამოთვლილი სარგებლის გარდა, ქილების თერაპიას კიდევ მრავალი მიზეზით იტარებენ, რომლებზეც მოგვითხრობს ხალხური მედიცინა. იმუნიტეტის ამაღლება, ფილტვების და მომნელებელი სისტემის მკურნალობა. მაგრამ ეს ასპექტები ჯერ თანამედროვე მეცნიერებას არ შეუსწავლია ვრცლად, მაგრამ ყველაფერი წინ არის.